"დასაჯეთ ეს ორი ნაკრები!" - სერბებმა UEFA-ს მიმართეს და ევრო 2024-დან მოხსნა არ გამორიცხეს

AutoSharing Option
The Sun-ის ინფორმაციით, სერბეთის ფეხბურთის ასოციაციამ UEFA-ს მიმართა და ისინი ალბანეთისა და ხორვატიის ნაკრებების დასჯას მოითხოვენ.

სერბეთის ფეხბურთის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა იოვან სურბატოვიჩმა განაცხადა, რომ სერბეთის ნაკრებმა შესაძლოა უარი თქვას ევრო 2024-ში მონაწილეობაზე, თუ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო მათ ნათქვამს არ შეისმენს.

"პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს ინგლისთან მატჩში მხარდაჭერისთვის და იმედი მაქვს, რომ სლოვენიას დავამარცხებთ. რაც მოხდა, აღმაშფოთებელია და ჩვენ მოვითხოვთ უეფასგან სანქციების დაწესებას ამ ადამიანების მიმართ, თუნდაც ეს ტურნირზე თამაშზე უარის თქმას გულისხმობდეს", - ნათქვამია სურბატოვიჩის
განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ხორვატიისა და ალბანეთის გუშინდელ შეხვედრაში, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა, ორივე ქვეყნის ფანები სკანდირებდნენ - "დახოცეთ სერბები".
მკითხველის კომენტარები / 52 /
სანამ სერბების მიერ მოწყობილ გენოციდზე დაიწყებთ წერას, მანამდე კეთილი ინებეთ და კარლა დელ პონტეს მემუარებს გაეცანით. ვიცი, წარმოდგენა არ გაქვთ ვინაა და გეტყვით, დელ პონტე ჰააგის პროკურორი იყო სერბეთის და მილიშევიჩის საქმეზე. მან გამოძიების ახლიდან დაწყება მოითხოვა, რადგან გენოციდის მსხვერპლად მოყვანილი ალბანელები(კოსოვო) ე. წ. ,, ბოევიკები'' აღმოჩნდნენ, რომლებსაც სამოქალაქო ტანსაცმელი დაღუპვის შემდეგ გადააცვეს. ამას გარდა, აღმოჩენილი იქნა მინ. 300 სერბის გვამი, რომელთაც შინაგანი ორგანოები ჰქონდათ ამოჭრილი. გამოძიება დაიბლოკა იქაური გაეროს წარმომადგენლობის მაშინდელი ხელმძღვანელის, მერე კი საფრანგეთის საგარეო მინისტრის, ჩვენთვის კარგად ნაცნობი კუშნერის ,, წყალობით''....
და ნუ მომაყოლებთ იმ უბედურებას რაც ნატოს 19 ქვეყანამ მოუწყო სერბეთს 78 დღის განმავლობაში, რომელთა განმავლობაშიც თითქმის იმდენივე ბავშვი დაიღუპა, რაც 2 წლის განმავლობაში უკრაინაში და ეხლა სერბეთის თითქმის ყოველი მე-20 მოქალაქე ონკო-პაციენტია.....
სანამ სერბებს ბრალს წაუყენებთ, ჯერ ის ისწავლეთ თუ ვინ არიან უსტაშები და რა იყო,, სერბო-სეკი''.....
ტატო
15:48 20-06-2024
18
თურქეთის ელჩმა პირდაპირ განაცხადა რამდენიმე წლის წინ, დიდგორობა არ აღნიშნოთ, ჩვენთვის მიუღებელია, ჩვენს თავმოყვარეობაზე მოქმედებსო.... და ქართული პოლიტ-ელიტის 90% მათ ტუალეტის ქაღალდად იქცა, მთავრობა, ოპოზიცია, თავისუფალი მედია, მოსახლეობა... ოკუპანტია და დღემდე იმპერიული ზრახვები აქვს, რატომ არ მივითხოვეთ პასუხი?! ამას არცერთი ქვეყანა არ გაუტარებდა, რომლის მოსახლეობასაც სახელმწიფოებრივი აზროვნება გააჩნია... ჩვენ გავუტარეთ და გავუტარეთ იმიტომ, რომ სახელმწიფოს ვერ აღვიქვამთ... გავუტარეთ იმიტომ, რომ ყოველთვის არასწორი ვექტორი გვაქვს არჩეული და უადგილო ადგილას ვართ გაკვეხებული დამოუკიდებლობის უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში.... დღეს ის ხალხი მართავს ე. წ. ანტი-რუსულ აქციებს, რომლებმაც წლების წინ ედიკას თამადობით სნგ-ში შეათრია ქვეყანა... ვინც რუსული იარაღით სამხედრო გადატრიალება მოახდინა და ამ გადატრიალებაში უკრაინის სამხედრო ფლოტი დაიხმარა.... უკრაინის გამო ქართველები თავს წირავენ, უკრაინას კი ბოდიშიც არ აქვს მოხდილი... ნავალნი ქართველებს ,, გრიზუნებად'' მიგვიხსენიებდა, პუტინს პრეტენზიას უყენებდა დაბომბე, აიღე თბილისიო, ქართველები კი მის მგლოვიარეებად დადგნენ.....
საკუთარ ქვეყნის ავ-კარგში ვერ გავრკვეულვართ და აბა სხვისას რას გავიგებთ?!
ტატო
23:37 20-06-2024
12

სიახლეები პოპულარული