სლოვენიამ 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა - საქართველოს პლეი-ოფში გასვლა მხოლოდ პორტუგალიის ძლევით შეუძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში ბოლო, მესამე ტური გაიმართა.

ორივე მატჩი - ინგლისი-სლოვენია და დანია-სერბეთი, უგოლოდ დასრულდა.

შედეგად, 5 ქულით პირველი ადგილი ინგლისმა დაიკავა, 3 ქულით მეორე - დანიამ, ამდენივე ქულით მესამე - სლოვენიამ, ხოლო 2 ქულით მეოთხე - სერბეთმა.

ერთი სიტყვით, გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები მერვედფინალში მხოლოდ პორტუგალიის დამარცხების შემთხვევაში გავა.

კიოლნი. „რეინ ენერგი“
ინგლისი - სლოვენია 0:0

მიუნხენი. „ალიანც არენა“
დანია - სერბეთი 0:0


. სლოვენიამ მეორედ მიიღო ევროპირველობაზე მონაწილეობა და პირველად ითამაშებს პლეი-ოფში.
.
დანია მერვედფინალში გერმანიას შეხვდება.
. უკმაყოფილო ინგლისელმა გულშემატკივრებმა ნაკრების მწვრთნელ საუთგეიტს შეხვედრის დასრულების შემდეგ პლასტმასის ჭიქები ესროლეს.

altდანია-ინგლისი 1:1. ნამატჩევს ინგლისელებს უსტვინეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 29 /
მაშინ თურქეთი გავარდება.
კითხვას
26 ივნისი 2024 16:17
0
რა ხდება თუ ჩვენც მოვიგეთ და ჩეხებმაც?
კითხვა
26 ივნისი 2024 12:17
1
მაგ კითხვაზე როგორ გაგცემენ პასუხს?! :))) დაბლა გამცეს 'სიმართლის' და დისლაიქების პირით და გაეცანი პასუხს. ვინ გავა და ჩეხეთი - ბურთების შეფარდებით. ესენი მაგას ვერ დაწერენ ახლა, იმიტომ რომ ეიფორიაში არიან და ბიჭებს ხომ არ გაუტეხავენ სიმონ. ამისთანა მლიქვნელებს და საკუთარ თავზე მზრუნველ, უპრინციპოებს 10 ქეცბაია კი არა 1000 არ უშველის. არ უყვართ, ეშინიათ სიმართლის ლაპარაკის.
odala
26 ივნისი 2024 12:50
2
სიმართლე მართალია ამ შემთხვევაში. ჩემი შეცდომაა. მე სულ ფრეზე ვფიქრობდი და 2 ქულის მოგროვებაზე, რა შემთხვევაშიც ჩეხეთის ფრე ჩვენთვის ბოლო ადგილს ნიშნავდა ბურთების სხვაობის მიზეზით.
odala
26 ივნისი 2024 18:25
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული