პორტუგალიელები ინიციატივას ფლობდნენ, პირველ ტაიმში ხუთჯერ დაარტყეს კარისკენ ბურთი (სამჯერ რონალდომ), მაგრამ სლოვენიელები თავს უნარიანად იცავდნენ და კონტრშეტევებით პასუხობდნენ. შესვენების შემდეგ რობერტო მარტინესის გუნდმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, თუმცა გოლი ვერ გაიტანეს და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა.
პირველ ექსტრა ტაიმში პორტუგალიელი დიოგუ ჟოტა მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, ვანია დრკუშიჩთან შეჯახების შედეგად წაიქცა, მსაჯმა დანიელე ორსატომ მიიჩნია, რომ წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი, კრიშტიანოს დარტყმული პენალტი კი იან ობლაკმა მოიგერია. მეორე ექსტრა ტაიმში სლოვენიელი ბენიამინ შეშკო პეპეს შეცდომის შემდეგ დოუგუ კოშტასთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მეკარემ არ გაატანინა. საბოლოოდ 0:0, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში პორტუგალიელთა კარის დარაჯმა სამი პენალტი მოიგერია და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.
პორტუგალია 1/4-ფინალში ბოლო 8 ევროპირველობიდან 7-ში გავიდა.
5 ივლისს, მეოთხედფინალში, პორტუგალია საფრანგეთს შეხვდება.
ფრანკფურტი. „ფრანკფურტ არენა“. 46 576 მაყურებელი
პორტუგალია - სლოვენია 0:0 (პენ 3:0)
გამოუყენებელი პენალტი: რონალდო (103)