რონალდოს გამოუყენებელი პენალტი და დოუგუ კოშტას გმირობა - პორტუგალიამ სლოვენიას თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიამ სლოვენია პენალტების სერიაში დაამარცხა.

პორტუგალიელები ინიციატივას ფლობდნენ, პირველ ტაიმში ხუთჯერ დაარტყეს კარისკენ ბურთი (სამჯერ რონალდომ), მაგრამ სლოვენიელები თავს უნარიანად იცავდნენ და კონტრშეტევებით პასუხობდნენ. შესვენების შემდეგ რობერტო მარტინესის გუნდმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, თუმცა გოლი ვერ გაიტანეს და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა.

პირველ ექსტრა ტაიმში პორტუგალიელი დიოგუ ჟოტა მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, ვანია დრკუშიჩთან შეჯახების შედეგად წაიქცა, მსაჯმა დანიელე ორსატომ მიიჩნია, რომ წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი, კრიშტიანოს დარტყმული პენალტი კი იან ობლაკმა მოიგერია. მეორე ექსტრა ტაიმში სლოვენიელი ბენიამინ შეშკო
პეპეს შეცდომის შემდეგ დოუგუ კოშტასთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მეკარემ არ გაატანინა. საბოლოოდ 0:0, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში პორტუგალიელთა კარის დარაჯმა სამი პენალტი მოიგერია და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

პორტუგალია 1/4-ფინალში ბოლო 8 ევროპირველობიდან 7-ში გავიდა.

5 ივლისს, მეოთხედფინალში, პორტუგალია საფრანგეთს შეხვდება.

ფრანკფურტი. „ფრანკფურტ არენა“. 46 576 მაყურებელი
პორტუგალია - სლოვენია 0:0 (პენ 3:0)
გამოუყენებელი პენალტი: რონალდო (103)

altზღაპარში ვართ, ზღაპარში - საქართველოს ნაკრებმა რონალდოს პორტუგალია დაამარცხა და პლეი-ოფში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
აი ნათელი განსხვავება ევროპულ საშუალო დონესა და ჩვენს შორის, კიდევ ერთხელ ნახეთ. სლოვენიას ინგლისი შემთხვევით გადაურჩა, სლოვაკეთს - პორტუგალია, ჩვენ კი 34-ჯერ (!!!) დაგვირტყეს კარში ესპანელებმა.
ვავა
02 ივლისი 2024 21:28
0
2-3 წელს კიდევ ითამაშებს ზოგიერთების გულის გასახეთქად.
დავით 67
02 ივლისი 2024 14:29
0
ეგ ის სემთხვევაა.
მესხი რო წავიდა და ვიღაც უცხოელი სტუმარი რო ესწრებოდა თამაშს ეს თუ მიდის ვინღა რჩებაო :)

წავიდეს მარა ვინ დარჩს. ვინ ყავს პორტუგალიას? რომელმა გააკეთა რამე? :)
02 ივლისი 2024 12:33
4
იმიტომ ტირის რომ კაცია და განიცდის თავის ხალხს რომ გული ატკინა.ეს რომ გაიგო შენც კაცი უნდა იყო.
ამაშია საქმე
02 ივლისი 2024 12:17
0
ჩვენმა კვარჩიკამ რამე მაინც ისწავლოს ამისგან შეტევაში ისე თამაშობს გეგონება სლოტები იყოს ან პასი გააკეთე.....რამდენჯერ იღორა დააგვიანა პასი შეტევის დროს კვარამ??? დათვლილი გაქვთ....ვინ მოგატყუებინებს თავს მართლა მარადონა გგონია თავისი თავი??...სანამ ბავშურ მენტალიტეტს არ შეიცვლის ვერ გაიზრდება პროფესიონალად
ერთსაც დავაბზრიალებ
02 ივლისი 2024 12:01
16
Namdvili kapitani :)mteli gundi amshvidebda 40 wlis kacs,tirils sheeshvi burts mixedeo :)))
L.J .
02 ივლისი 2024 11:37
3
საინტერესოა ეხლაც ვერ მიხვდა ზოგი ვითომ ფეხბურთის ექსპერტი რატომ ტირის რონალდო
ჟორიკა
02 ივლისი 2024 11:35
0
სტირის? მერედა რათა?
ჰოდა სოსკაი მაგას პირში
მიტო
02 ივლისი 2024 09:37
37
კალათბურთის მეფე იყო ერთ დროს მაიჯლ ჯორდანი, გამარჯვებების მომტანი,
წარმატების ზენიტში მიხვდა მისი დრო გავიდა,
ვაჟკაცურად ადგა, წავიდა,
შენც წადი , შენც წადიიი @კრ7
გოგი 92
02 ივლისი 2024 09:12
22
უკვე აშკარაა სანაკრებო დონეზე cr7 დაღმასვლა.
ზაკო
02 ივლისი 2024 09:56
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული