ცოტათი დაუჯერებელი - მიქაუტაძე ევრო 2024-ის "ოქროს ბუცთან" ახლოსაა...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე რომ ბევრი გოლი არ გადის და საკმაოდ უინტერესო მეოთხედფინალები ვნახეთ, ეს ერთი პრობლემაა, მაგრამ კარგი ისაა, რომ ამ დროისთვის ბომბარდირთა დავას კვლავ გიორგი მიქაუტაძე ლიდერობს. ქართველ ფორვარდს "ოქროს ბუცის" მოპოვების შანსი აქვს.

მოგეხსენებათ, მიქაუტაძის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე პასია. ზუსტად ანალოგიური მონაცენები აქვს ნიდერლანდელ კოდი გაკპოს. "ლივერპულის" შემტევმა თურქეთთან მეოთხედფინალში თითქოს მონაპოვარი გაზარდა, თუმცა საბოლოოდ, იქ ავტოგოლი დაფიქსირდა. ქართველი ფეხბურთელის უპირატესობა უფრო ნაკლებ სათამაშო დროში მიღწეული შედეგია.

Sportall.Ge

ვინც ტურნირზე შემორჩა, ბომბარდირობისა და დარჩენილი სამი მატჩიდან ორში
თამაშის შანსი ასევე ნიდერლანდელ მალენს ("დორტმუნდი"), ესპანელ ოლმოსა ("ლაიპციგი") და რუიზს (პსჟ), ინგლისელებს, ბელინგემსა ("რეალი") და კეინს ("ბაიერნი") აქვთ. აღსანიშნავია, რომ კილიან მბაპეს ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი გოლია, ისიც პენალტიდან (პოლონეთთან) გატანილი.

გახდება თუ არა ბომბარდირი, მიქაუტაძემ უკვე ბევრი აალაპარაკა. მის მომავალს ამბიციურ "მონაკოს" უკავშირებენ, "ლიონი" და "აიაქსი" კი ჩვენებურის გაშვებას უფრო მეტად უნდა ნანობდნენ.

altნიდერლანდებმა თურქეთს თამაში შემოუტრიალა და 2004 წლის შემდეგ პირველად გავიდა 1/2-ფინალში [VIDEO]

altჩანაწერები გერმანიიდან - მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...

altსაქართველოს შემდეგი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატია - რა აქვს დასამტკიცებელი სანიოლს და ველოდოთ სიახლეებს...

მკითხველის კომენტარები / 18 /
ვინც იმას იძახის, 3-დან 2 პენალტით გაიტანაო ყველას შევახსენებ, რომ პენალტის შესრულებას, ოსტატობასთან ერთად უდიდესი მობილიზება და კონცენტრაციის მოყვანა სჭირდება გადამწყვეტ მომენტში, რაც ზოგჯერ ლეგენდებსაც უჭირთ, ამის მაგალითი კი ამ ევროზე რონალდუს, ხოლო კოპაზე მესის გაფუჭებულიც კი საკმარისია, თუ როგორ განიცადეს და გაბრაზდნენ.
ზაკო
11:01 09-07-2024
1
კარგია აბა რაა!!! კიდევ ერთი ეროვნული ზეიმის საფუძველი გვექნება ჩრთილოეთ კორეიულ სტილში...ააა როგორია-ღია ავტობუსი, სცენა, პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლები, დაჯილდოება, სახალხო სეირნობა, სალიუტები და რათქმა უნდა დახურული ვახშამი.....გამოდის, რომ გვიხაროდეს უნდა იმერ-ამიერ, ავშენდით და დავცხოთ მრავალჟამიერ-პატარა საქმე კი არ არის ბოლოს და ბოლოს...ისე სტატიაშიც, ავტორი ვითომ რა ოსტატურად წერს მბაპეზე -მას[კილიანს] მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილიო და ისიც პენალტითო ე.ი. ის ერთი გოლიც არასრულფასოვანიაოო, ამასთან მიქაუტაძეს რომ იმ სამი გოლიდან ორი პენალტით რომ აქვს გატანილი, რომლებიც თვითონ არც ერთი არ მოუპოვებია ეს არაფერიი.....საერთოდ წარმატებები მიქაუტაძეს და ნაკრებს რა თქმა უნდა, მაგრამ ზომიერება და სოლიდურობა არ გვაწყენდა, მართალია უნდა იზეიმო და იამაყო კიდეც, ოღონდ გონიერების ფარგლებში......
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული