ბელინგემი: ევროპის ჩემპიონატის ფინალში ეს მეტოქე მინდა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა ევრო 2024-ის 1/4-ფინალში შვეიცარიის დამარცხების (პენალტების სერიაში) ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ფინალის პერსპექტივაზე ისაუბრა. 

"იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავალთ და იქ ესპანეთის ნაკრებს შეხვდები. ესპანელები ბოლო სამი კვირაა ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებენ და გამორიცხული არაფერია. თუმცა მე ინგლისის ნაკრებსა და ჩემს თანაგუნდელებზე ვარ ორიენტირებული," - თქვა ბელინგემმა. 

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალებში ერთმანეთს ესპანეთი-საფრანგეთი და ინგლისი-ნიდერლანდები დაუპირისპირდებიან. ტურნირის 1/2-ფინალური შეხვედრები 9 და 10 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 21 /
ესპანეთამდე ნიდერლანდები არ მიგასუნინებს!
ლაშა
17:24 07-07-2024
2
თქვენი ფინალში გასვლა იქნება სუპერ უსამართლობა, იქ რომ ვერაფერს იზამთ ეგ ფაქტია.
რრრ
18:24 07-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული