საუთგეიტს დარჩენას ნებისმიერ შემთხვევაში შესთავაზებენ - ახალი კონტრაქტი უკვე მზადაა

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს კონტრაქტის გახანგრძლივებას 2026 წლამდე სთავაზობს.

მოგეხსენებათ, ინგლისელები ევრო 2024-ის ფინალში არიან გასული, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდებიან.

საუთგეიტთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და თუ მისმა გუნდმა ფინალი დათმო, ახალ შრომით ხელშეკრულებას მაინც შესთავაზებენ.

თავად ინგლისელმა სპეციალისტმა თქვა, თუ ევრო 2024-ზე ვერ იჩემპიონებდნენ, დაკავებულ თანამდებობას დატოვებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული