როგორც "სანი" იუწყება, მარსელში ISIS ორივე ქვეყნის გულშემატკივართა წინააღმდეგ აპირებს თავდასხმებს. ამის შესახებ ცნობილი გახდა ერთ-ერთი ტერორისტის ლეპტოპიდან. კერძოდ კი, საუბარია ბრიუსელის ტერაქტების ხელმძღვანელის, სალაჰ აბდესლამის ჩანაწერებზე.
ISIS აპირებს რუს და ინგლისელ ფანებს თავს სამი სხვადასხვა ხერხით დაესხას - კალაშნიკოვის ავტომატებით, თვითმკვლელი-ტერორისტებით და დრონებით, რომლებიც ქიმიური იარაღით იქნება აღჭურვილი. ეს ყველაფერი ამ მატჩისწინა დღეებში უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ მარსელში რუსეთისა და ინგლისის
რუსეთი, აქაც დოპინგი?
დოპინგი და რუსეთი ბოლო დროს სინონიმებად იქცა. რუს სპორტსმენთა შორის დოპინგის გამოყენების მრავლობითი შემთხვევის გამო უეფაშიც შიშობენ, რომ იგივე პრობლემა ფეხბურთშიცაა. ამიტომაც ესპანურ მედიაში გავრცელდა ხმები, რომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საგულდაგულოდ შეამოწმებენ დოპინგზე რუსეთის ნაკრების 10 ფეხბურთელს. ახლა რუსეთის ნაკრები შვეიცარიაში იმყოფება, სადაც ევრო 2016-ისთვის ემზადება. უეფას დოპინგკონტროლი რამდენჯერმე გამეორდება რუსეთის ნაკრების ბაზაზე.
ბელგიას დაცვაში უჭირს
ბელგიის ნაკრებმა კიდევ ერთი დანაკლისი განიცადა, ევროპის ჩემპიონატზე ვერ მიიღებს მონაწილეობას "ზენიტის" მცველი ნიკოლას ლომბერტსი. ამის შესახებ თავად ბელგიელთა თავკაცმა მარკ ვილმოტსმა განაცხადა. ვილმოტსმა თქვა, რომ ლომბერტსის ნაცვლად უკვე გამოძახებულია "გენკის" მცველი კრისტიან კაბაზელი. ლომბერტსმა რუსეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩის წინ მიიღო ტრავმა და აქამდე ვერაფრით გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, რომ ბელგიამ დაცვაში უკვე განიცადა უდიდესი დანაკლისი, გუნდს ლიდერი და კაპიტანი ვენსან კომპანი დააკლდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"