ობამეიანგი: "დორტმუნდში" ვერჩები!

AutoSharing Option
გადაწყდა, რომ "დორტმუნდის" ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი თავის ამჟამინდელ კლუბში დარჩება.

"არავის შეუძლია თქვას, რა გველოდება მომავალში. წინა სეზონის დასრულების შემდეგ, მართლაც ჩავატარე შეხვედრა "ბორუსიას" ხელმძღვანელობასთან. განვაცხადე, რომ მინდოდა რაღაც ახალი მეცადა. სრულიად პატიოსანი ვიყავი მიხაელ ცორკისა და ჰანს-იოახიმ ვატცკეს წინაშე.

მაგრამ ვერც ერთმა კლუბმა, რომელსაც ჩემი შეძენა სურდა, ვერ განახორციელა ტრანსფერი. ამიტომაც, ვრჩები "ბორუსიაში".

მე ეს მახარებს: დორტმუნდში ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში.

ჩინეთი? რა თქმა უნდა, ასეთი ვარიანტი იყო. მათ დიდი ფული შემოგვთავაზეს და სავსებით ნორმალურია, რომ დავფიქრდი.
მაგრამ ჩინურ ფეხბურთში ჯერჯერობით ისე პროფესიულად არ მიდის საქმეები, როგორც ევროპაში. ამიტომაც, ჩემი პასუხი ცხადი იყო", - განუცხადა ობამეიანგმა Welt am Sonntag-ს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დერჩი მერე
xabu
19:58 07-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული