"ბაიერნი" ერიკ დაიერში 50 მილიონ ფუნტს იხდის

AutoSharing Option
"სანის" ინფორმაციით, "ბაიერნი" მეგატრანსფერს ამზადებს. ზოგადად, გერმანულ გრანდს დიდი ფულის ხარჯვა არ გამოარჩევს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა შეიძლება, თავს უფლება მისცე და საჭირო ფეხბურთელში გვარიანი თანხა გაიღო.

ასეთი ფეხბურთელი კი, ხსენებული გამოცემის მტკიცებით, ერიკ დაიერია, რომელშიც "ბაიერნი", თურმე, 50 მილიონ გირვანქას იხდის. 23 წლის ნახევარმცველი ბოლო პერიოდში "ტოტენჰემის" ნახევარდაცვის შეუცვლელ ფიგურად იქცა და მაურისიო პოჩეტინოსგანაც არ აკლია ქათინაურები.
ამავე დროს, "ბაიერნის" თავკაცი კარლო ანჩელოტი აშკარად ხედავს ბზარებს ნახევარდაცვაში, სადაც ჩაბი ალონსო და ფილიპ ლამი აღარ არიან. ხოლო ის, რომ გუნდში
რაღაც მოიშალა, წინასასეზონო ამხანაგურ მატჩებში გამოჩნდა, ისევე, როგორც გერმანის სუპერთასის შეხვედრაში, რომელიც მიუნხენურმა გრანდმა "დორტმუნდს" პენალტების სერიაში გამოსტაცა გამარჯვება.

მეორე მხრივ, არიან სკეპტიკოსებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ სებასტიან რუდისა და კრისტიან ტოლისოს ყიდვის შემდეგ, დაიერში 50 მილიონის გადახდა არარეალურია. ესეც არ იყოს, "ტოტენჰემმა" უკვე გაყიდა ერთი მთავარი ფიგურა - კაილი უოკერი 53 მილიონ გირვანქად გადავიდა "მანჩესტერ სიტიში" და იმ ფონზე, როცა კონკურენტები ძლიერდებიან, პოჩეტინო, ალბათ, გუნდიდან კიდევ ერთი წამყვანი მოთამაშის წასვლას კატეგორიულად შეეწინააღმდეგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული