ული ჰიონესი: "ბაიერნში" გარდაქმნა მიმდინარეობს

AutoSharing Option
"ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი ამბობს, რომ გუნდში გარდაქმნა მიმდინარეობს და ეს პროცესი ადრე უნდა დაწყებულიყო:

"შემიძლია დარწმუნებით გითხრათ - კარლო ანჩელოტი დიდი მწვრთნელია. ამაზე ყველაზე უკეთ შედეგები მეტყველებენ. ჩვენთან ამჟამად გარდაქმნა მიმდინარეობს. ეს პროცესი პეპ გვარდიოლას უნდა დაეწყო, მაგრამ სამწუხაროდ, არ დაიწყო.

ახლა კარლოს მართებს ამის გაკეთება. კარგი იქნება, თუ გუნდში ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს დაამკვიდრებს. რაც შეეხება ამოცანებს, მთავარი გერმანიის ჩემპიონობაა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული