"დორტმუნდი" დემბელეს შეცვლის ვარიანტად მალკომს განიხილავს

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსია" "ბარსელონაში" გადასული უსმან დემბელეს შემცვლელს ეძებს და თვალი დაადგა "ბორდოს" ფორვარდ მალკომს, რომელმაც ყურადღება საფრანგეთის ჩემპიონატში გამოსვლით მიიპყრო.

როგორც გაზეთი Bild-ი იტყობინება, "ბორდო" 20 წლის ბრაზილიელში 40 მილიონ ევროს ითხოვს. შარშანდელ სეზონში მარჯვენა გარემარბმა შვიდი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე პასი შეასრულა. წელს, სასტარტო სამ ტურში სოლიდური მონაგარი აქვს - ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, უსმან დემბელეს შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატი კიევის "დინამოს" შემტევი ანდრეი იარმოლენკოა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული