ჰუმელსი აივნიდან აუზში გადახტა და ბირჰოფის საყვედური დაიმსახურა [video]

AutoSharing Option
მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ცენტრბეკს მატს ჰუმელსს ხორვატიაში ზღვის პირას სახლი აქვს, სახლის ეზოში კი აუზი. ჰოდა, ამ აუზში სახლის აივნიდან გადახტა და ფოტო ინსტაგრამზე ატვირთა.

ფეხბურთელს საქციელი არ მოუწონა ბუნდესგუნდის მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა, რადგან მისი აზრით, ეს სახიფათოა და თანაც, არაა ლამაზი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ასეთ სურათებს სოციალურ ქსელში რომ ავრცელებს.

მატსმა თავი იმით იმართლა, რომ აუზი ღრმაა და ტრავმის მიღების საშიშროება არ არსებობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული