ლიოვი გიოტცეს გერმანიის ნაკრებში გამოიძახებს

AutoSharing Option
მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ნახევარმცველ მარიო გიოტცეს გერმანიის ნაკრებისთვის მეტად საჭირო ფეხბურთელად თვლის და ხშირად რჩევებს აძლევს. სწორედ მან ურჩია მიუნხენის "ბაიერნიდან" დორტმუნდის "ბორუსიაში" დაბრუნება და ახლა ბუნდესგუნდში გამოძახებას პირდება.

როგორც იცით, გერმანიის ნაკრებს მუნდიალის შესარჩევ ტურნირზე ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი (5 ოქტომბერს ბელფასტში ჩრდილოეთ ირლანდიასთან და 8 ოქტომბერს კაიზესრსლაუტერნში აზერბაიჯანთან) და იოგი გიოტცეს აუცილებლად იხმობს. ლიოვი ამბობს, რომ ელაპარაკა მარიოს, რომელმაც ტრავმა მოირჩინა, მალე ფორმაში ჩადგება და მის დარ ფეხბურთელზე უარის თქმა არაფრით არ შეიძლება.

მარიოს ბუნდესგუნდში 62 მატჩში 17
გოლი აქვს გატანილი, მათ შორის კი უმნიშვნელოვანესი 2014 წლის 13 ივლისს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის 113-ე წუთზე არგენტინასთან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული