გიოტცემ მშვენიერ ენ კატრინთან მალიორკაზე დაისვენა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველს მარიო გიოტცეს დარღვეული ნივთიერებათა ცვლის პროცესი მოუწესრიგდა, თამაში დაიწყო და რადგან გერმანიის ნაკრებში არ იყო გამოძახებული, თავის მეგობარ ქალთან, ყოფილ მოდელთან ენ კატრინ ბრომელთან ერთად ორიოდ დღით მალიორკაზე დაისვენა.

მარიო ენ კატრინთან 2012 წლიდან ცხოვრობს და მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, რასაც ყველა ხედავს.

ბუნდესგუნდის მწვრთნელი იოახიმ ლიოვი დაუკავშირდა გიოტცეს და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ დარჩენილ შეხვედრაში ჩრდილოეთ ირლანდიასთან და აზერბაიჯანთან თამაშს დაპირდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული