მარსელ შმელცერი თვენახევარი იუქმებს

AutoSharing Option
ბუნდესლიგაზე "ფრაიბურგთან" 0:0-ზე დასრულებული გასვლითი მატჩის 31-ე წუთზე დორტმუნდის "ბორუსიას" ვეტერანმა მარცხენა მცველმა მარსელ შმელცერმა ტრავმა მიიღო, შეცვალეს და როგორც იტყობინებიან, 6 კვირა მოუწევს ბიულეტენზე ყოფნა. მას კოჭ-წვივი აქვს გაბზარული.

მსაჯმა ფლორიან ბრუნსმა მარსელთან უხეშობის გამო პირდაპირი წითელი ბარათი უჩვენა იორიკ რავეს და მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ, მაინც მოახერხეს ყაიმის მიღწევა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული