გერმანიამ ევრო 2024-სთვის სტადიონები შეარჩია

AutoSharing Option
გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ის 10 სტადიონი დაასახელა, რომლებზეც, შესაძლოა, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გაიმართოს. საბოლოო სიაში წარმოდგენილია თითქმის ყველა ის არენა, რომლებმაც 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა.

სიაში მოხვდნენ: "ოლიმპიაშტადიონი" (ბერლინი), "ალიანც არენა" (მიუნხენი), "მერსედეს-ბენც არენა" (შტუტგარტი), "რაინ-ენერგი შტადიონი" (კიოლნი), "სიგნალ იდუნა პარკი" (დორტმუნდი), "ესპრიტ არენა" (დიუსელდორფი), "კომერცბანკ-არენა" (ფრანკფურტი), "ფელტინს არენა" (გელზენკირხენი), "რედ ბულ არენა" (ლაიპციგი), "ფოლკსპარკშტადიონი" (ჰამბურგი).

ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის გერმანია და თურქეთი იბრძვიან, გამარჯვებული კი 2018 წლის 24 სექტემბერს გახდება ცნობილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული