არიგო საკი: "ბაიერნში" ცვლილებების ჟამი დადგა

AutoSharing Option
დიდი იტალიელი მწვრთნელი არიგო საკი თვლის, რომ შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნს" დამრიგებლის კარლო ანჩელოტის გამოცვლა ესაჭიროებოდეს:

"ვუყურებ ბავარიელთა თამაშა და ასე მგონია, ენთუზიაზმი დაკარგეს. როდესაც ასაკში შედიხარ, ჟინსა და სურვილს კარგავ. ასეთია ცხოვრება.

კარლო მშვენიერი სპეციალისტია, რომელიც ნდობას იმსახურებს. ბევრს მოუგია მის გარდა ჩემპიონთა ლიგა სამჯერ? ყველგან წარმატებული იყო, მაგრამ ეტყობა, "რეკორდმაისტერში" ცვლილებების ჟამი დადგა.

როდესაც საქმე კარგად არ მიდის, ყოველთვის მწვრთნელია დამნაშავე".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული