Kicker: შტეგან კისლინგი ფეხბურთიდან ზამთარში წავა

AutoSharing Option
"კიკერის" ინფორმაციით "ლევერკუზენის" ფორვარდი შტეფან კისლინგი, დიდი ალბათობით, ზამთარში საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.

ავტორიტეტული გერმანული საინფორმაციო საშუალება წერს, რომ 33 წლის კისლინგი ძველებურად მოტივირებული ვეღარ არის. ამის მთავარი მიზეზი კი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჰაიკო ჰერლიხისგან უნდობლობაა, რომელიც ბოლო პერიოდში აშკარაა.

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში კისლინგმა მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა და ორივე შემთხვევაში შეცვლაზე შევიდა. მის ანგარიშზე არც გოლი ან საგოლე პასია. კისლინგს "ლევერკუზენთან" კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული