სიკვდილს გადარჩენილი ვუკჩევიჩი ღმერთის მადლობელია

AutoSharing Option
2012 წლის 28 სექტემბერს "ჰოფენჰაიმის“ ნახევარმცველი ბორის ვუკჩევიჩი თავისი მანქანით სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ის ძლივს ამოიყვანეს ავტომობოლიდან, ვერტმფრენით ჰაიდელბერგის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია გაუკეთეს და ორი კვირა კომაში იმყოფებოდა.

ავტოავარიის მიზეზი ის იყო, რომ ფეხბურთელი შაქრიანი დიაბეტითაა დაავადებული, სისხლში ქოლესტერინის შემცველობა შეუმცირდა და გონება დაკარგა.

ახლა 27 წლის ბორისი მშობლებთან ერთად შტუტგარტთან ახლოს ქალაქ ზინდელფინდენში ცხოვრობს, თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ფეხბურთის თამაში არ შეუძლია. ამბობს, რომ დაზღვევამ მისი ფინანსური მდგომარეობა უზრუნველყო და ღმერთის მადლობელია სასწაულად გადარჩენისათვის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული