დღეს კარლო ანჩელოტის გადააყენებენ?

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა ისედაც უკმაყოფილო იყო ამ სეზონში ბუნდესლიგაზე გუნდის თამაშით, ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან 0:3 წაგების შემდეგ კი დღის წესრიგში უკვე მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის გადაყენების საკითხი დადგა.

დღეს საღამოს კლუბის საგანგებო სხდომაა დანიშნული და არაა გამორიცხული, იტალიელი სამუშაოდან დაითხოვონ. "რეკორდმაისტერის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ და სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

კარლოს გადაყენების შემთხვევაში მწვრთნელის მოვალეობას დროებით მისი თანაშემწე ვილი სანიოლი შეასრულებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული