დღეს საღამოს კლუბის საგანგებო სხდომაა დანიშნული და არაა გამორიცხული, იტალიელი სამუშაოდან დაითხოვონ. "რეკორდმაისტერის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ და სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
კარლოს გადაყენების შემთხვევაში მწვრთნელის მოვალეობას დროებით მისი თანაშემწე ვილი სანიოლი შეასრულებს.