ოფიციალურად: "ბაიერნმა" ანჩელოტი დაითხოვა

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" კარლო ანჩელოტი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

"რეკორდმაისტერის" ოფიციალური განცხადების თანახმად, კლუბის ხელმძღვანელობამ მიმდინარე სეზონის ანალიზი ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში "პარი სენ-ჟერმენთან" წაგების (0:3) შემდეგ გააკეთა. ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ "ბაიერნის" საამსეზონო თამაში მოლოდინებს არ შეესაბამება.

კარლო ანჩელოტის მსგავსად, "ბაიერნიდან" გაუშვეს მისი სამწვრთნელო შტაბის წევრები - დავიდე ანჩელოტი, ჯოვანი მაური, ფრანჩესკო მაური და მინო ფულკო. ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე კი გუნდს ვილი სანიოლი უთავკაცებს. სწორედ მას ვიხილავთ 1-ელ ოქტომბერს, ბერლინში, "ჰერტასთან" გასამართი მატჩის დროს
მიუნხენელთა სათადარიგოთა სკამზე.

ანჩელოტის სავარაუდო შემცვლელებად კი თომას ტუხელი და იულიან ნაგელსმანი სახელდებიან.
მკითხველის კომენტარები / 8 /
გუნდში რადიკალურად არის შესაცვლელი სიტუაცია. სანამ ჰიონესის და რუმენიგეს მოძველებული მეთოდები არ შეიცვლება, იქამდე პრობლემები არ დაელევათ. წარმატებასთან ერთად მატერიალური შემოსავალიც მოაკლდებათ და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატება ოცნებად დარჩებათ.
მმმ
00:02 30-09-2017
0
პსჟ-მ დაანახა,რომ ტყუილად არ იხდის ფეხბურთელებში ფულს...
ამათ კიდევ კარლიტო გაუშვეს.ანუ,უფრო ეკონომია გააკეთეს.რამე თუ ახალ მწვრთნელს მაგხელა ხელფასს ნაღდად არ მისცემენ...
ზაზა
18:00 29-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული