ფრანკ რიბერის ოპერაციის გაკეთება არ დასჭირდება

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მე-7 ტურში ბერლინის "ჰერტასთან" მატჩის 62-ე წუთზე ტრავმა მიიღო მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ და სტადიონი ყავარჯნებით დატოვა.

კლუბის საიტი იუწყება, რომ სამედიცინო შემოწმებამ რიბერის მარჯვენა მუხლქვეშა მყესის დაზიანება დაუდგინა, თუმცა ოპერაცია არ დასჭირდება და რამდენიმე კვირა კონსერვატულ მკურნალობას საჭიროებს.

ადრე იუწყებოდნენ, რომ ფრანკს ტრავმის გამო 2-3 თვე გაუცდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული