პირველად ბოლო 36 წლის განმავლობაში: ევროთასებზე ყველა გერმანული კლუბი დამარცხდა

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგის კლუბებმა საშინელი სტარტი აიღეს ევროტურნირებზე. სამი დღის განმავლობაში, როცა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მეორე ტურის მატჩები იმართებოდა, ექვსივე გერმანულმა კლუბმა წააგო.

ჩემპიონთა ლიგაზე, სამშაბათს "დორტმუნდმა" 1:3 წააგო "რეალთან", ოთხშაბათს კი "ბაიერნი" დამარცხდა პსჟ-სთან (0:3), "ლაიპციგი" - "ბეშიქთაშთან" (0:2).

ხუთშაბათს, ევროპის ლიგაზე კიდევ სამმა გერმანულმა კლუბმა წააგო: "კიოლნი" დამარცხდა "ცრვენა ზვეზდასთან" (0:1), "ჰერტა" - "ესტერსუნდთან" (0:1), "ჰოფენჰაიმი" - "ლუდოგორეცთან" (1:2).

ეს არის პირველი შემთხვევა 1981 წლის შემდეგ, როცა ევროთასებზე ერთ სათამაშო კვირაში ყველა გერმანული კლუბი
დამარცხდა.

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის პირველ ორ ტურში გერმანულმა კლუბებმა 12 მატჩი ჩაატარეს და მხოლოდ 5 ქულა (36 შესაძლებლიდან) აიღეს, ბურთების შეფარდება კი არის - 9:21.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მალე ბაიერნი საოცარ ტრანსფერს განახორციელებს - დორტმუნდს ბოლო იმედს, ობემაიანგს წაართმევს ! )))))
მმმ
04 ოქტომბერი 2017 02:46
0
vidalma juvedan wavida chempionta liga unda movigoo:)
mezgvauri
03 ოქტომბერი 2017 17:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული