დღეს იუპ ჰაინკესი მიუნხენის "ბაიერნს" ჩაიბარებს

AutoSharing Option
იუპ ჰაინკესმა მეუღლე მიუნხენში თან არ წაიყვანა, რაინის ხეობაში, დაბა ფიშელნში დატოვა, სადაც 1 381 ადამიანი ცხოვრობს, თავად კი კლუბის პრეზიდენტის ული ჰიონესის სახლში დაბინავდება.

მისი თხოვნით გუნდში დიუსელდორფის "ფორტუნადან" დააბრუნეს თავისი ყოფილი ასისტენტი პიტერ ჰერმანი (ეს სიამოვნება რეკორდმაისტერს 1.75 მილიონი ევრო დაუჯდა) და ფიტნესის მწვრთნელი ჰოლგერ ბროისი.

დღეს ჰაინკესის პრეზენტაცია გაიმართება, შემდეგ გუნდს ავარჯიშებს, შაბათს კი "ბაიერნი" მისი ხელმძღვანელობით ბუნდესლიგის მე-8 ტურში "ალიანს არენაზე" "ფრაიბურგთან" ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
Aris midi bawaria
zura
15:39 09-10-2017
0
ეს კაცი ვაფშე რატო მოხსნეს დღესაც ვერ ვიგებ.... ანგრევდა გუნდი ყველას და ყველაფერს... გერმანული ფილოსოფია და ბაიერნი.
parfiumer
13:31 09-10-2017
0

სიახლეები პოპულარული