არიენ რობენი: ნერვები დაგვაწყდა

AutoSharing Option
გერმანიის თასის მეორე ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად შეხვდა "ლაიპციგს" და მიუხედავად იმისა, რომ მსაჯმა 54-ე წუთზე მასპინძელთა მცველი ნაბი კეიტა გააძევა, ვერც ძირითად და ვერც დამატებით დროში გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა, სამაგიეროდ პენალტების სერიაში აჯობა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ნამატჩევს გერმანელ ჟურნალისტებს შთაბეჭდილება "რეკორდმაისტერის" ნახევარმცველმა არიენ რობენმა გაუზიარა:"ორი საუკეთესო გუნდის შესრულებით დიდებული თამაში ჩატარდა. დაძაბული მატჩი გახლდათ, ნერვები დაგვაწყდა.

მწვრთნელმა ამ შეხვედრისთვის კარგად მოგვამზადა და ვიცოდით როგორ წინააღმდეგობას წავაწყდებოდით. პირველ ტაიმში ურიგოდ არ გვიასპარეზია, თუმცა ბურთს კარგად ვერ ვაკონტროლებდით. ჩვენი
დაცვა კარგად ირჯება, შეტევა კი გვიჭირს".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს, შედეგი ანჩელოტის დროს რომ ყოფილიყო, მიწაში დამარხავდნენ! )))
ყური მიგდე
08:38 26-10-2017
1

სიახლეები პოპულარული