იუპ ჰაინკესმა ჩვეულად აათამაშა მიუნხენის "ბაიერნი", გუნდი თამაშს თამაშზე იგებს, მის მთავარ კონკურენტს დორტმუნდის "ბორუსიას" ჩავარდნა აქვს და ბუნდესლიგის მე-12 ტურში "აუგსბურგის" დამარცხების (3:0) შემდეგ, "რეკორდმაისტერი" უახლოეს მდევარს "ლაიპციგს" 6 ქულით უსწრებს.
ამ შეხვედრაში დუბლი რობერტ ლევანდოვსკიმ მიითვალა, ხოლო ერთი გოლი არტურო ვიდალმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ჰაინკესმა გერმანიის ჩემპიონატზე მე-500 გამარჯვება მოიპოვა. აქედან 174 როგორც ფეხბურთელმა და 326 როგორც მწვრთნელმა.
"ლაიპციგი" ლევერკუზენში "ბაიერს" დაუზავდა, რომელსაც მსაჯმა 52-ე წუთზე მცველი ბენჟამინ ჰენრიქსი გაუძევა, ხოლო მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" ბერლინში "ჰერტას" მოუგო" 4:2 და მესამე ადგილზე დამკვიდრდა.
04:22 19-11-2017
იუპ ჰაინკესმა ბუნდესლიგაზე მე-500 მატჩი მოიგო [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ბუნდესლიგაზე არა, ბუნდესლიგაში!
4
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული