"ბევრი მუშაობა გვმართებს, სწორედ ამას ვაკეთებდი მთელი ცხოვრება. ფეხბურთელობისას არასოდეს არ ვნებდებოდი და არც ახლა ვაპირებ დანებებას. ფეხბურთელებს მხარს დავუჭერ და ისინიც ასევე უნდა მომექცნენ.
გიჟური თამაში იყო. ამის დაჯერება ძნელია. 4:0-ს ვიგებდით და შეხვედრა 4:4 დასრულდა. მეორე ტაიმში თამაშს თავი დავანებეთ. არგასაშვები გოლები გავუშვით".
კლუბის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მიუხედავად წარუმატებელი სერიისა, ჯერ ბოსის გადაყენებას არ აპირებენ.