პეტერ ბოსი: დანებებას არ ვაპირებ

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მწვრთნელმა პეტერ ბოსმა ბუნდესლიგის მე-13 ტურში გელზენკირხენის "შალკესთან" მატჩზე (4:4) გააკეთა კომენტარი:

"ბევრი მუშაობა გვმართებს, სწორედ ამას ვაკეთებდი მთელი ცხოვრება. ფეხბურთელობისას არასოდეს არ ვნებდებოდი და არც ახლა ვაპირებ დანებებას. ფეხბურთელებს მხარს დავუჭერ და ისინიც ასევე უნდა მომექცნენ.

გიჟური თამაში იყო. ამის დაჯერება ძნელია. 4:0-ს ვიგებდით და შეხვედრა 4:4 დასრულდა. მეორე ტაიმში თამაშს თავი დავანებეთ. არგასაშვები გოლები გავუშვით".

კლუბის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მიუხედავად წარუმატებელი სერიისა, ჯერ ბოსის გადაყენებას არ აპირებენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაცვას,დაცვას მიხედე,ხვედელიძე!
სოსო
19:22 26-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული