იოახიმ ლიოვმა შეიძლება 2019 წელს ჩაიბაროს "ბაიერნი"

AutoSharing Option
"ბილდი" იტყობინება, რომ მწვრთნელი იოახიმ ლიოვი 2018 წელს დატოვებს გერმანიის ნაკრებს, ერთი წელი დაისვენებს და მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელები იმ დროისთვის გუნდის ჩაბარებას შესთავაზებენ.

ლიოვი 2006 წელს ჩაუდგა სათავეში ბუნდესგუნდს, მისი ხელმძღვანელობით მოიგო მუნდიალი, გახდა ევროპირველობის ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი (ორჯერ), ხოლო ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა.

"რეკორდმაისტერის" ამჟამინდელმა თავკაცმა იუპ ჰაინკესმა განაცხადა, რომ ზაფხულამდე იმუშავებს და მერე დამსახურებულ პენსიაზე გავა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი წელი ჟღვინტლებს გამოიღებს ცხვირიდან და გასინჯავს ალბათ :)))
Giorgi
17:42 28-11-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული