ჯონათანი თავიდან მიუნხენის "ბაიერნში" ვარჯიშობდა, შემდეგ როდესაც მამა სამუშაოდ ამერიკაში გადაბარგდა, თან წაყვა და "კალიფორნიის" ერთ-ერთ გუნდში თამაშობდა, წელს კი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა და ბერლინის "ჰერტაში" 33 წლის ნორვეგიელი რუნე იარშტეინის დუბლიორია.
ევროპა ლიგაზე დედაქალაქურ გუნდს თამაშით დიდად თავი არ მოუკლავს, ბოლო ადგილზე გავიდა, ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩში "ესტერსუნდთან" მწვრთნელმა პალ