პეტერ ბოსი აღარ იქნება დორტმუნდის "ბორუსიას" ბოსი

AutoSharing Option
ბუნდესლიგაზე აგერ უკვე 8 ტურია არ მოუგია დორტმუნდის "ბორუსიას", მე-15 ტურში "სიგნალ იდუნა პარკზე" ერთ-ერთ აუტსაიდერ "ვერდერთან" დამარცხების შემდეგ (1:2), ყოფილი ლიდერი მე-4 ადგილზე ჩამოქვეითდა და "ბილდის" ცნობით, დღეს მის მწვრთნელს პეტერ ბოსს გადააყენებენ.

ბუნდესლიგაზე 97-ე გოლი გაიტანა "ბორუსიას" თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა და გერმანიის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო აფრიკელი ბომბარდირი შეიქნა. აქამდე ბუნდესლიგის აფრიკელი მთავარმეგოლე "აინტრახტისა" და "ჰამბურგის" ყოფილი ფორვარდი ტონი იებოა იყო.

"ბაიერნმა" არტურო ვიდალის გოლით 1:0 დაამარცხა ფრანკფურტში "აინტრახტი" და პირველი წრის ჩემპიონი გახდა. "რეკორდმაისტერი" 23-ჯერ გახდა შემოდგომის
ჩემპიონი და ამ 23 სეზონში 19-ჯერ მოახერხა საბოლოოდ ოქროს მედლების მოპოვება. ბავარიული გუნდის მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა თქვა, კარგია, რომ მოვიგეთ, მაგრამ ამის გამო ფოიერვერკების მოწყობას არ ვაპირებო.

"ბაიერნის" უახლოესმა მდევარმა "ლაიპციგმა" შინ ვერ მოახერხა "მაინცის" ძლევა (2:2), გლადბახის "ბორუსიასა" და "შალკეს" დაპირისპირებაც ფრედ, 1:1 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული