სანდრო ვაგნერი მიუნხენის "ბაიერნში" დაბრუნდა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრებისა და "ჰოფენჰაიმის" ფორვარდი სანდრო ვაგნერი კარიერას მიუნხენის ბაიერნში განაგრძობს.

"რეკორდმაისტერმა" ზინსჰაიმელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 13 მილიონი ევრო გადაუხადა და კონტრაქტი 2020 წლამდე გაუფორმა.

30 წლის შემტევი "ბაიერნის" აღზრდილია და ამ კლუბის ღირსებას 2007/08 წლების სეზონში უკვე იცავდა.

"გაოცებული ვარ. დიდი თავგადასავალი, როგორც იქნა, დასრულდა და მე აქ ვარ. მე ჩემს ნამდვილ სახლში დავბრუნდი.

"ბაიერნი", როგორც გერმანიაში, ისე მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ბევრი არ მიფიქრია, როდესაც შემოთავაზება მივიღე", - განუცხადა ჟურნალისტებს ვაგნერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული