ლოთარ მათეუსი: "ბაიერნს" ლევანდოვსკის შემცვლელის პოვნა გაუჭირდება

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ვარსკვლავის, ლოთარ მათეუსის თქმით, "რეკორდმაისტერს" რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელის პოვნა ძალიან გაუჭირდება. შეგახსენებთ, რომ  პოლონელ ფორვარდს მადრიდის "რეალს" უკავშირებენ.

"ლევანდოვსკის შეცვლა ძალიან რთული იქნება. იგი "ბაიერნისთვის" იგივე ფიგურაა, როგორც "ბარსელონაში" მესი. როდესაც მესი ტრავმირებულია, კატალონიელთა თამაშიც სრულიად განსხვავებულია.

პოლონელი მიუნხენელთა წარმატების მთავარი გასაღებია. ვფიქრობ, მისი შემცვლელის პოვნა ძალიან რთული იქნება და "ბაიერნმა" ის არ უნდა გაუშვას", - აღნიშნა მათეუსმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული