მარკო როისი: მუნდიალს ტრავმის გამო არ გამოვტოვებ

AutoSharing Option
28 წლის ნახევარმცველმა მარკო როისმა "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააგრძელა და თქვა, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, რადგან როდესაც ტრავმირებული იყო, კლუბი ყოველმხრივ ამოუდგა გვერდში.

მან აგრეთვე მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის სურვილზე ისაუბრა:" მოუთმენლად ველი მუნდიალს. ვნახოთ, მიხმობს თუ არა გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იოახიმ ლიოვი. მშვიდად ვარ. ტურნირს ტრავმის გამო არ გამოვტოვებ.

რა თქმა უნდა, ლიოვს ხშირად ვესაუბრები. მიმოწერაც გვაქვს და ტელეფონითაც ვლაპარაკობთ. მჭიდრო კონტაქტი გვაქვს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული