მიუნხენშიც გაგიჟდნენ: "ბაიერნი" "იუვენტუსს" სუპერწინადადებას უმზადებს

AutoSharing Option
Corriere della Sera-ს მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნი" მზადაა, ტურინის "იუვენტუსს" პაულო დიბალას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაუხადოს.

დიდი ალბათობით, ზაფხულში "რეკორდმაისტერის" ბანაკიდან რობერტ ლევანდოვსკი აიბარგებს და გერმანელებსაც არგენტინელის დამატება ამიტომ სურთ.

დიბალამ ყველა ტურნირზე ერთად მიმდინარე სეზონში 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარი 25-ჯერ აიღო.

მისი შეძენით ასევე მადრიდის "ატლეტიკო", მადრიდის "რეალი" და "ბარსელონაც" არიან დაინტერესებულნი.
მკითხველის კომენტარები / 4 /
დიბალა - 26 გოლი წელს, იკარდი - 28 გოლი და რადგან მესის არ ევასება ეს ორი ტიპი იმიტომ არ მიყავს მსოფლიოზე არგენტინას. მსუქანა ბებერი იგუაინი ურჩევნიათ :D კი ჩემპიონი გახდება არგენტინა, როგორ არა, დაელოდეთ :P
V
07 მაისი 2018 15:18
0
ვიცი რომ ბევრი კარგი ფეხბურთელია მაგრამ დიბალა იმით მირჩევნია რომ ახალგაზრდაა, მესის სტილს ტამაშობს,ნებისმიერ დროს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა.
TORNIKE
06 მაისი 2018 11:24
0
მე მგონი იუვენტუსი არ დათანხმდება და არც ბაიერნი გადაიხდის მეტს. 100 მილიონს როგორ იმეტებენ ვინმესთვის, ეგეც გასაკვირია
გგგ
05 მაისი 2018 12:39
0
Hჩემი საუკესო ფეხბურთელებიდან 1 მესია ხოლო 2 კი პაულო დიბალა
TORNIKE
04 მაისი 2018 22:51
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული