რიბერიმ "ბაიერნთან" კონტრაქტი გააგრძელა და ჩემპიონთა ლიგის მოგების იმედი აქვს

AutoSharing Option
35 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ "ბაიერნთან" ზაფხულამდე მოქმედი შრომითი ხელშეკრულება ერთი სეზონით გაახანგრძლივა.

მან თქვა, რომ ძალიან ბედნიერია, ამ გუნდში სურს კარიერის დასრულება და თუ ოდნავ გაუმართლებთ, გაისად ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ.

ფრანკმა ბუნდესლიგაზე მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

რიბერი "რეკორდმაისტერის" ღირსებას 2007 წლიდან იცავს და ერთხელ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული