გიოტცე გვარდიოლამ გააკვირვა: კლოპი "მამასავით" იყო, პეპს კი მხოლოდ მოედანი აინტერესებდა

AutoSharing Option
"დორტმუნდის" ფეხბურთელმა მარიო გიოტცემ მის ყოფილ ორ მწვრთნელზე ხოსეპ გვარდიოლასა და იურგენ კლოპზე ისაუბრა.

"გვარდიოლა ტექნიკურად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. მასთან ერთად მუშაობა, როგორც ფეხბურთელისთვის, ნამდვილად დიდი საგანძური იყო.

მაგრამ, მასთან ერთად მუშაობისას გრძნობა მქონდა, რომ მას მხოლოდ მოედანი აინტერესებდა და მის გარეთ არანაირი გრძნობის გამოხატვა არ შეეძლო.

ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო, რადგან მე "დორტმუნდიდან" გადავედი, სადაც იურგენ კლოპი ჩემი "საფეხბურთო მამა" და ნამდვილი მეგობარი იყო.

მაღალი კლასის მწვრთნელებს უნ
და ჰქონდეთ თანაგრძნობის გამოხატვის უნარი. ყოველი სპორტსმენი პირველ რიგში ადამიანია და მას გვერდში უნდა დაუდგე.

ამიტომ "ბაიერნის" დატოვება გადავწყვიტე. კლოპს ჩემი წაყვანა "ლივერპულშიც" სურდა, თუმცა საბოლოოდ ისევ არჩევანი "დორტმუნდზე" შევაჩერე", - აღნიშნა გიოტცემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული