იულიან ნაგელსმანმა მოულოდნელად "ჰოფენჰაიმი" დატოვა და სამუშაოდ "ლაიფციგში" გადავიდა

AutoSharing Option
"ლაიფციგის" მწვრთნელი მომავალ სეზონში იულიან ნაგელსმანი იქნება. 30 წლის გერმანელმა კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.

ეს კი საკმაოდ მოულოდნელი ინფორმაცია აღმოჩნდა, რადგან ახალგაზრდა სპეციალისტი "ჰოფენჰაიმში" მშვენივრად მუშაობდა და გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეც კი გაიყვანა.

ნაგელსმანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მწვრთნელად თვლიან, მაგრამ მან არჩია, რომ ამ ეტაპზე "ლაიფციგი" ჩაებარებინა.

Red Bull Arena-ს ბინადრები გასულ წელს მე-6 ადგილზე გავიდნენ და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული