ეს კი საკმაოდ მოულოდნელი ინფორმაცია აღმოჩნდა, რადგან ახალგაზრდა სპეციალისტი "ჰოფენჰაიმში" მშვენივრად მუშაობდა და გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეც კი გაიყვანა.
ნაგელსმანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მწვრთნელად თვლიან, მაგრამ მან არჩია, რომ ამ ეტაპზე "ლაიფციგი" ჩაებარებინა.
Red Bull Arena-ს ბინადრები გასულ წელს მე-6 ადგილზე გავიდნენ და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.