წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერმა" "შტუტგარტთან" ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმა და 22 წლის ფრანგი მცველი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას მუნდიალის დასრულების შემდეგ გაივლის.
"ბაიერნი" მის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაიხდის. პავარდის საფეხბურთო კარიერა "ლილში" დაიწყო, რის შემდეგაც 2014 წელს 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ "შტუტგარტში" გადაბარგდა.
ის ამჟამად საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება, სადაც 3 მატჩი ითამაშა და თავი ერთი გოლითაც გამოიჩინა.