მესუთ იოზილმა სანაკრებო კარიერის დასრულება იუწყა

AutoSharing Option
მესუთ იოზილი გერმანიის ნაკრებში აღარ ითამაშებს. აი, რა დაწერა მან ტვიტერზე.

"უკანასკნელ მოვლენებთან დაკავშირებით ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე ნაკრებში აღარ ვითამაშო. მე რასისტულ, არასამართლიან დამოკიდებულებას ვგრძნობ. ეროვნული გუნდის მაისურს სიამაყით და სიხარულით ვატარებდი, მაგრამ ახლა ეს ასე არაა.

გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. გუნდის, პარტნიორების, მწვრთნელების და გულშემატკივრებისათვის ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი.

თუმცა, როდესაც გერმანული ფეხბურთის მაღალჩინოსნები უპატივცემულოდ ეკიდებიან ჩემს თურქულ წარმომავლობას და პოლიტიკურ პროპაგანდაში მითრევენ, მე ეს არ მაწყობს. ამას ვერ მოვითმენ. რასიზმი მიუღებელია".

altმესუთ იოზილის მამა: ჩემი შვილი განტევების ვაცი

გახდა

altმესუთ იოზილს გერმანელმა გულშემატკივრებმა აგინეს და აფურთხეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული