როგორც მან აღნიშნა, ის იმ პერიოდში, როდესაც გოლს ვერ იტანდა, თავს სრულიად მარტოსულად გრძნობდა.
"აპრილსა და მაისში ძალიან ბევრს მაკრიტიკებდნენ. ვგრძნობდი, რომ კლუბიდან გარიყული ვიყავი და სრულიად მარტო ვიყავი დარჩენილი.
ამის მიზეზი კი ის იყო, რომ 2-3 მნიშვნელოვან შეხვედრაში გოლი ვერ გავიტანე.
არავის სურდა ჩემი დაცვა. ამას არც ბოსები აკეთებდნენ და ყველა მე მიტევდა.
სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ჩემს
ლევანდოვსკის ტრანსფერი არ შედგა და ის კვლავ "ბაიერნში" დარჩა. მას მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.
"ბაიერნი კვლავ ძალიან მიყვარს და ვგრძნობ, რომ ისევ საჭირო მოთამაშე ვარ.
სხვა გუნდში გადასვლასა და "ალიანს არენის" დატოვებაზე აღარ ვფიქრობ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ "ბაიერნს" წარმატების მიღწევაში დავეხმარო", - აღნიშნა ლევანდოვსკიმ.
რობერტ ლევანდოვსკის ჰეთ-თრიკი და "ბაიერნი" სუპერთასის მფლობელია! [VIDEO]