კლუბის ერთ-ერთმა სპონსორმა, წარმოშობით თურქმა ენგინ არსლანმა, რომელიც კაფეს მფლობელია, გუნდს სურათის გადაღება სთხოვა, თხუტმეტიდან შვიდმა ნაცისტური ჟესტით გადაიღო ფოტო და დაისაჯნენ.
არსლანმა ფოტო ფეისბუქზე ატვირთა, მაგრამ მალევე გააუქმა. ეს ამბავი კლუბის ხელმძღვანელებმა შეიტყვეს და შვიდივე ფეხბურთელი გუნდიდან გააგდეს.
"როდესაც ამის შესახებ შევტყვეთ, კლუბის აღმასრულებელი საბჭოს კრება მოვიწვიეთ, ჩვენი წესების თანახმად, მათი მხოლოდ გუნდიდან გაგდების უფლება გვქონდა", - განაცხადა "1920 მილის" თავმჯდომარემ მარკ ვიკენსმა.
ამას გარდა, კლუბმა სპონსორთან თანამშრომლობა
შეწყვიტა.
"ეს უდიდესი შეცდომა იყო. ამიტომ ბოდიშს ვიხდი ფეხბურთელების და კლუბის წინაშე. მე ძალიან მეცოდებიან ბიჭები", - დაიჩივლა არსლანმა.
ბოდიში ფეხბურთელებმაც მოიხადეს. მიუხედავად ამისა, ამ ფაქტს პოლიცია იძიებს, რადგან გერმანიაში ფაშისტური მისალმება აკრძალულია.