ბუნდესლიგა. III ტური: "ბაიერნი" ქულებს არ კარგავს, სხვები კვალში უდგანან [VIDEO]

AutoSharing Option
სამი ტურის შემდეგ გერმანიის ჩემპიონატში ნაცნობი სურათია - "ბაიერნი" ქულებს არ კარგავს და ლიდერობს, "დორტმუნდი" და სხვები კვალში უდგანან...

მიუნხენელებმა უკვე მეორე წუთზე სულელური პენალტი აიკიდეს - ტიაგო ალკანტარამ ხელი მოარტყა ბურთს. ნოიერმა მოიგერია ფოლანდის დარტყმა და დამატებასაც გაუმკლავდა, მაგრამ მსაჯმა "ლევერკუზენს" თავიდან დაარტყმევინა და ვენდელს ძალიან ძლიერი დარტყმა გამოუვიდა. სხვათა შორის, ნოიერი ბუნდესლიგაში "ბაიერნის" რიგებში 150-ე მატჩს ატარებდა.

ტოლისომ უკვე მე-10 წუთზე გაათანაბრა ნახევრად შემთხვევითი დარტყმითა და რიკოშეტით. მე-19 წუთზე კი იმუშავა იმან, რასაც ცხრა წელია, არ დაუღალატებია "ბაიერნი"
- არიენ რობენის ცაციამ. ჰოლანდიელმა საჯარიმოში მიიღო ბურთი და შორეულ ცხრიანში ზუსტად დაარტყა. არიენმა "ბაიერნში" 140-ე გოლი გაიტანა. აქედან 97 ბუნდესლიგაზე მოდის.

პირველი ტაიმის ბოლოს ტოლისო წარუმატებლად წავიდა ართმევაზე და ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. ასე რომ, ფრანგს მარტამდე მოედანზე ვერ ვნახავთ.

ამასობაში, "ლევერკუზენს" შეტევაში არაფერი გამოსდიოდა და "ბაიერნსაც" მშვიდად მიჰყავდა საქმე გამარჯვებამდე. ბოლოსკენ თამაში გამოაცოცხლა ბელარაბიმ, რომელიც რაფინიას ეუხეშა და წითელი ბარათი მიიღო; აგრეთვე, ხამეს როდრიგესმა - მან ბოლო გოლი გაიტანა მატჩში.

ფრანკ რიბერი 83-ე წუთზე მიხვდა, რომ მოედანზე ვეღარ გავიდოდა, თავისი ნივთები აკრიფა და სტადიონი მატჩის დამთავრებამდე დატოვა.


* * *
"ბაიერნმა" სამიდან სამი მატჩი მოიგო და უკვე სეზონის ამ ეტაპზე არ ჰყავს კონკურენტი. ჩემპიონის უკან ხუთგუნდიანი ჯგუფია, რომლებსაც შვიდი ქულა აქვთ. წესით, ამ ჯგუფში უნდა ყოფილიყო "შალკეც", რომელზეც დიდი ავანსები გაიცემოდა, მაგრამ ტედესკოს გუნდს ზედიზედ სამი წაგება აქვს (ისევე, როგორც "ლევერკუზენს").

ამჯერად, გელზენკირხენელებმა სრულიად დამსახურებულად წააგეს "გლადბახთან". მართალია, სტუმრებს ერთი გოლი არ ჩაუთვალეს, აგრეთვე, ზომერმა სანეს ურთულესი დარტყმა მოიგერია, მაგრამ "ბორუსია" მაინც უფრო ძლიერი იყო და ყველა მომენტი რომ გავიხსენოთ, დიდი ანგარიშითაც უნდა მოეგო.

* * *
სხვა ამბებიდან აღსანიშნავია პაკო ალკასერის გოლი "დორტმუნდის" რიგებში სადებიუტო მატჩში, ტიმო ვერნერის დუბლი და "ლაიპციგის" პირველი მოგება სეზონში, აგრეთვე, "ვოლფსბურგისა" და "ჰერტას" თრილერი. ამ გუნდებს ქულა არ ჰქონდათ დაკარგული და მესამე გამარჯვებასთან უფრო ახლოს "ჰერტა" იყო. "მგლებმა" 87-ე წუთზე გაათანაბრეს, 91-ეზე ისევ გაუშვეს და 92-ეზე კვლავ აღადგინეს თანაფარდობა.


ფაქტები
  • "ფორტუნამ" ბუნდესლიგაში ექვსმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. მისი ბოლო გამარჯვება 2013 წლის თებერვლით თარიღდებოდა.
  • "ლაიპციგს" ყველაზე ცუდი სტარტი აქვს 10-წლიან ისტორიაში.
  • ლევანდოვსკიმ მე-200 ოფიციალური მატჩი ჩაატარა "ბაიერნის" რიგებში.
  • რობენმა 140-ე გოლი გაიტანა "ბაიერნის" მაისურით (97-ე ბუნდესლიგაში). მიუნხენელთა ყველა დროის ლეგიონერებს შორის ჰოლანდიელი მხოლოდ ლევანდოვსკის ჩამორჩება.
  • "ჰერტა" 287 წუთი არ უშვებდა გოლს, რაც ახალი საკლუბო რეკორდია.
  • "გლადბახს" საუკეთესო სტარტი აქვს 2011-12 წლების სეზონის შემდეგ.
  • "შალკეს" მიონხენგლადბახში 2013 წლის 3 მაისის შემდეგ არ მოუგია.

ბუნდესლიგა. III ტური
დორტმუნდი-აინტრახტი 3:1
გოლები: 1:0 დიალო (36), 1:1 ჰალერი (68), 2:1 ვოლფი (72), 3:1 პაკო ალკასერი (88)
დორტმუნდი: ბიურკი, პიშჩეკი, აკანჯი, დიალო, შმელცერი, დაუდი, დილეინი (69. ვიტსელი), ვოლფი, ბრუნ ლარსენი (58. სანჩო), როისი, ფილიპი (67. პაკო ალკასერი).

მაინცი-აუგსბურგი 2:1
გოლები: 0-1 დონ-ვონ ჟი (82), 1:1 უჯა (87), 2:1 მაქსიმი (90+3)

ფორტუნა-ჰოფენჰაიმი 2:1
გოლები: 1:0 მორალესი (45), 1:1 ნელსონი (86), 2:1 ლუკებაკიო (88-პენ)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, კაბერჟაბეკი, ნორდტვეიტი, ფოგტი, შულცი, ბიტენკურტი (63. ცუბერი), გრილიტში, პოში (72. ნელსონი), ჟოელინტონი (57. ბელფოდილი), შალაი, კრამარიჩი.

ლაიპციგი-ჰანოვერი 3:2
გოლები: 1:0 პოულსენი (9), 1:1 ფიულკრუგი (13), 2:1 ვერნერი (40), 3:1 ვერნერი (63), 3:2 ალბორნოსი (65)
ლაიპციგი: გულაში, მუკიელე, კონატე, ორბანი, სარაკი, კამპლი, ილსანკერი, დემე (61. ლემერი), ფორსბერგი (74. ზაბიტცერი), ვერნერი (87. კლოსტერმანი), პოულსენი.

ბაიერნი-ლევერკუზენი 3:1
გოლები: 0:1 ვენდელი (6-პენ), 1:1 ტოლისო (10), 2:1 რობენი (19), 3:1 ხამეს როდრიგესი (89)
ბაიერნი: ნოიერი, კიმიხი, ბოატენგი, ზიულე, რაფინია (82. ალაბა), ტიაგო ალკანტარა, ტოლისო (42. ხამეს როდრიგესი), რობენი, მიულერი, გნაბრი (59. ხავი მარტინესი), ლევანდოვსკი.
ლევერკუზენი: ჰრადეცკი, იადვაი, ტა, ს. ბენდერი, დრაგოვიჩი, ვენდელი, კორი, ლ. ბენდერი (27. ბრანდტი), ბეილი (83. პაულინიო), ფოლანდი (73. ბელარაბი), ჰაფერცი.

ვოლფსბურგი-ჰერტა 2:2
გოლები: 0:1 დილროსუნი (62), 1:1 მალი (87-პენ), 1:2 დუდა (90+1), 2:2 მეჰმედი (90+2)

გლადბახი-შალკე 2:1
გოლები: 1:0 გინტერი (3), 2:0 ჰერმანი (77), 2:1 ემბოლო (90+3)
გლადბახი: ზომერი, ელვედი, გინტერი, იანტჩშკე, ვენდტი, შტრობლი, ზაკარია (72. კრამერი), აზარი, ჰოფმანი, ჯონსონი (67. ჰერმანი), პლეა (86. ნოიჰაუსი).
შალკე: ფერმანი, სანე, ნალდო, ნასტასიჩი, კალიჯური, რუდი, ბენტალები, მენდილი (25. შიოპფი), დი სანტო (67. ემბოლო), უტი, ბურგშტალერი (67. ტოიხერტი).

ვერდერი-ნიურნბერგი 1:1
გოლები: 1:0 მ. ეგეშტაინი (26), 1:1 მისიჯანი (90+2)

ფრაიბურგი-შტუტგარტი 3:3
გოლები: 1:0 გონდორფი (1), 1:1 ინსუა (44), 1:2 გომესი (48), 2:2 გონდორფი (52), 2:3 გომესი (56), 3:3 ვალდშმიდტი (81)
გაძევება: შტენცელი (83. ფრაიბურგი)

ბომბარდირები: 3 - ადამ შალაი (ჰოფენჰაიმი), ანჯეი დუდა (ჰერტა), სებასტიან ჰალერი (აინტრახტი).

მომდევნო ტური
21 სექტემბერი. შტუტგარტი-ფორტუნა
22 სექტემბერი. ნიურნბერგი-ჰანოვერი, ჰოფენჰაიმი-დორტმუნდი, აუგსბურგი-ვერდერი, ჰერტა-გლადბახი, ვოლფსბურგი-ფრაიბურგი, შალკე-ბაიერნი
23 სექტემბერი. ლევერკუზენი-მაინცი, აინტრახტი-ლაიპციგი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული