ლუსიენ ფავრმა პირველად შეიყვანა სასტარტო შემადგენლობაში ინგლისელი ვუნდერკინდი სანჩო, რომელიც წინა დღეს ასევე პირველად გამოიძახეს ინგლისის ნაკრებში.
სანჩომ მატჩის დებიუტში საკმარისი მომენტები შექმნა იმისთვის, რომ მის გუნდს კომფორტული უპირატესობა მოეპოვებინა, მაგრამ გამოცდილი პარტნიორები ძალიან ხელსაყრელი პოზიციებიდან ვერ იტანდნენ იმ დროს, როცა "აუგსბურგი" უფრო პასუხისმგებლობით ეპყრობოდა თავის მომენტებს.
სტუმრები ორჯერ გავიდნენ წინ, მაგრამ ეს არ ყოფილა პრობლემა გუნდისთვის, რომელმაც
ესპანელი გახდა მესამე მოთამაშე კლუბის ისტორიაში, ვინც შეცვლაზე შესვლის შემდეგ შეასრულა ჰეთ-თრიკი. ბოლოს ასეთი რამ 30 წლის წინ მოხდა, ხოლო გერმანიის ჩემპიონატში სადებიუტო სამ მატჩში 6 გოლი მხოლოდ "ჰამბურგის" ფორვარდს, გერტ დერფელს აქვს გატანილი 1963 წელს.
გერმანიის ვიცე-ჩემპიონი "შალკე" გამოდის კრიზისიდან. სეზონში პირველმა მოგებამ თითქოს გახსნა ეს გუნდი და ახლა გელზენკირხენელებს ზედიზედ სამი გამარჯვება აქვთ ოფიციალურ მატჩებში.
სამივე შეხვედრაში გუნდი უმატებდა მეორე ტაიმში და როგორც შუა კვირას, მოსკოვში "ლოკომოტივის" წინააღმდეგ, ახლაც გამარჯვების გოლი მაკენიმ გაიტანა, უპირატესობა კი ბურგშტალერმა განამტკიცა, რომელიც არც ისე ხშირად ხვდება ძირითადში. სანაკრებო პაუზის შემდეგ "შალკემ", როგორც იქნა, დატოვა გასავარდნი ზონა.
არიენ რობენის მე-300 მატჩი "ბაიერნის" რიგებში დაემთხვა ჩემპიონის თამაშში კრიზისს. ეს კრიზისი ძალიან კარგად მოჩანდა შესანიშნავად მოთამაშე "გლადბახის" ფონზე.
"ალიანც არენას" ტრიბუნებიდან ხშირად ისმოდა სტვენა, რაც სავსებით ლოგიკურია, რადგან "ბაიერნმა" თავის ისტორიაში პირველად გაუშვა საკუთარ მოედანზე ზედიზედ შვიდ მატჩში და ოთხი ოფიციალური მატჩია ვერ იგებს. როგორც ჩანს, ისევ მოვიდა იუპ ჰაინკესის პენსიიდან გამოყვანის დრო.
ფაქტები
- კლაუდიო პისარო გახდა მხოლოდ მეოთხე წინა ხაზის ფეხბურთელი, რომელმაც ბუნდესლიგაში 40 წლის ასაკში ითამაშა. მანამდე ეს შეძლეს: კლაუს ფიხტელმა, მანფრედ ბურგსმიულერმა და მირკო ვოტავამ.
- "ვერდერი" 16 მატჩია შინ არ აგებს.
- "ვერდერმა" სეზონში პირველად არ გაუშვა ოფიციალურ მატჩში.
- სანჩოს ექვსი შედეგიანი პასი დაუგროვდა ბუნდესლიგაში.
- პაკო ალკასერმა ექვსივე გოლი შეცვლაზე შესვლის შემდეგ გაიტანა.
- მარიო გიოტცე პროფესიულ დონეზე პირველად დაუპირისპირდა თავის ძმას, ფელიქს გიოტცეს.
- ბიურკიმ მე-100 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში.
- გომესმა 166-ე გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში და ყველა დროის სიაში შეუერთდა მე-11 ადგილზე მყოფ იოჰანეს ლიორს.
- "მაინცის" სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 22.78 წელი იყო - ეს ბუნდესლიგის რეკორდია.
- "მაინცს" ამ სეზონში შინ გოლი არ გაუშვია.
- "შალკემ" პირველად გაიტანა ამ სეზონში ერთ მატჩში ორი გოლი.
- რობენმა მე-300 ოფიციალური მატჩი ჩაატარა "ბაიერნში".
- პლეამ ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა გოლი.
- ვერნერმა ბუნდესლიგაში 50-ე გოლი გაიტანა.
- კამპლმა მე-100 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში.
- "ლაიპციგმა" თავის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო.
ბუნდესლიგა. VII ტური
ვერდერი-ვოლფსბურგი 2:0
გოლები: 1:0 კლაასენი (35), 2:0 ეგეშტაინი (86)
დორტმუნდი-აუგსბურგი 4:3
გოლები: 0:1 ფინბოგასონი (22), 1:1 პაკო ალკასერი (62), 1:2 მაქსი (71), 2:2 პაკო ალკასერი (80), 3:2 მ. გიოტცე (84), 3:3 გრეგორიტში (87), 4:3 პაკო ალკასერი (90+6)
დორტმუნდი: ბიურკი - ჰაკიმი, აკანჯი, ზაგადუ, დიალო - ვიტსელი, ვაიგლი (77. მ. გიოტცე) - სანჩო, როისი, ბრუუნ ლარსენი (69. რაფაელ გერეირო) - ფილიპი (60. პაკო ალკასერი).
ჰანოვერი-შტუტგარტი 3:1
გოლები: 1:0 ვუდი (30), 2:0 ვუდი (45), 2:1 გომესი (50), 3:1 ბებუ (90)
მაინცი-ჰერტა 0:0
ჰერტა: იარსტეინი - ლაზარო, შტარკი (46. ლუშტენბერგერი), რეკიკი, პლატენჰარდტი - მაიერი, სკიელბრედი - კალუ, დუდა, დილროსუნი (74. ლეკი) - იბიშევიჩი (61. ზელკე).
ფორტუნა-შალკე 0:2
გოლები: 0:1 მაკენი (48), 0:2 ბურგშტალერი (53)
შალკე: ფერმანი - კალიჯური, სანე, ნალდო, მენდილი - მაკენი (79. კონოპლიანკა), მასკარელი, ბენტალები - სერდარი (62. უტი) - ბურგშტალერი, დი სანტო (88. ემბოლო).
ბაიერნი-გლადბახი 0:3
გოლები: 0:1 პლეა (10), 0:2 შტინდლი (16), 0:3 ჰერმანი (88)
ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, ჰუმელსი, ზიულე, ალაბა (55. სანჩესი ) - გორეტცკა, ტიაგო ალკანტარა - რობენი (46. რიბერი), მიულერი (46. გნაბრი), ხამეს როდრიგესი - ლევანდოვსკი.
გლადბახი: ზომერი - ლანგი, გინტერი, ელვედი, ვენდტი - ჰოფმანი, კრამერი, ნოიჰაუსი (74. ჰერმანი) - აზარი (83. ტრაორე), შტინდი (66. ზაკარია), პლეა.
ფრაიბურგი-ლევერკუზენი 0:0
ლევერკუზენი: ჰრადეცკი - ვაიზერი, ტა, ს. ბენდერი, ვენდელი - დრაგოვიჩი, კორი (83. ტელინი) - ბრანდტი (71. ბეილი), ჰაფერცი, ფოლანდი (83. პაულინიო) - ალარიო.
ჰოფენჰაიმი-აინტრახტი 1:2
გოლები: 0:1 რებიჩი (40), 0:2 იოვიჩი (4"), 1:2 ნელსონი (82)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - პოში, ფოგტი, აკპოგუმა (66. ჟოელინტონი) - ბრენე, გრილიტში (60. ნელსონი), დემირბაი, შულცი - ბიტენკურტი (52. გრიფო) - შალაი, ბელფოდილი.
გაძევება: რებიჩი (66. აინტრახტი)
ლაიპციგი-ნიურნბერგი 6:0
გოლები: 1:0 კამპლი (3), 2:0 პოულსენი (7), 3:0 ზაბიტცერი (21), 4:0 ვერნერი (32), 5:0 ზაბიტცერი (55), 6:0 ვერნერი (59)
ლაიპციგი: გულაში - მუკიელე, ორბანი, უპამეკანო, ჰალშტენბერგი - დემე, კამპლი (46. ილსანკერი) - ზაბიტცერი, ფორსბერგი (76. მატეუს კუნია) - ვერნერი, პოულსენი (64. ოგუსტენი).
გაძევება: ლაიბოლდი (62. ნიურნბერგი)
ბომბარდირები: 6 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი); 5 - ალასან პლეა (გლადბახი), ანჯეი დუდა (ჰერტა); 4 - ვედად იბიშევიჩი (ჰერტა), მარკო როისი (დორტმუნდი), ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი), იუსუფ პოულსენი (ლაიპციგი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).
მომდევნო ტური
19 ოქტომბერი: აინტრახტი-ფორტუნა
20 ოქტომბერი: ლევერკუზენი-ჰანოვერი, შტუტგარტი-დორტმუნდი, აუგსბურგი-ლაიპციგი, ვოლფსბურგი-ბაიერნი, ნიურნბერგი-ჰოფენჰაიმი, შალკე-ვერდერი
21 ოქტომბერი. ჰერტა-ფრაიბურგი, გლადბახი-მაინცი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"