პაკო ალკასერმა "ბარსელონას" დატოვების მიზეზებზე ისაუბრა

AutoSharing Option
"დორტმუნდის" ფორვარდი პაკო ალკასერი არ ნანობს "კამპ ნოუს" დატოვებას.

მისი თქმით, ის "ბორუსიას" იმიტომ შეუერთდა, რომ ისევ ბედნიერად ეგრძნო თავი "ბარსელონაში" გატარებული რთული დროის შემდეგ.

"ბარსელონაში" რამდენიმე წელი ვიყავი. ლიდერის როლი არ მქონდა და ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც მე არ მსურდა. გადავწყვიტე, რომ იქ წავსულიყავი, სადაც დრო მომეცემოდა. იქ, სადაც მესი, სუარესი და დემბელეა, რთულია, საკუთარი თამაში იპოვო. გამოცდილების მქონე ფეხბურთელი ყოველთვის უფრო მაღლა დგას, ვიდრე გამოუცდელი." - განაცხადა პაკო ალკასერმა.

ესპანელმა თავდამსხმელმა კატალონიური კლუბი მიმდინარე სეზონის წინ დატოვა და
დორტმუნდის "ბორუსიას" იჯარით შეუერთდა.

პაკო მეორე ფეხბურთელია ბუნდესლიგის ისტორიაში, ვინც პირველ სამ თამაშში ექვსი გოლის გატანა მოახერხა.

კარგი თამაში მას სამშობლოშიც დაუფასეს და ალკასერი უელსსა და ინგლისთან მატჩებში ესპანეთის ნაკრებშიც არის გამოძახებული.

altპაკო ალკასერი "ბარსელონადან" დორტმუნდის "ბორუსიაში" გადავიდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული