იოახიმ ლიოვი: 0:1 რომ წაგვეგო, შედეგი ნორმალურად ჩაითვლებოდა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ერთა ლიგის მე-3 ტურში ჰოლანდიასთან განადგურების (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"პირველი გაშვებული გოლის შემდეგ შეამჩნევდით, რომ თვითდაჯერებულობა გვაკლდა. 0:1 რომ წაგვეგო, შედეგი ნორმალურად ჩაითვლებოდა. მატჩის ბოლო წუთებზე გაშვებული ორი ბურთის მერე კი ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

როდესც გუნდი ასე თამაშობს, პასუხისმგებლობა ყველამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს, ეს მეც მეხება, როგორც მწვრთნელს.

რატომ ვერ გაგვაქვს გოლი? რთული კითხვაა. ისე, კარგი საგოლე მომენტები გვქონდა".

გერმანიის ნაკრები ჰოლანდიასთან გამანადგურებელი ანგარიშით ისტორიაში პირველად დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ცუდადაა ჩვენი მეზობლების საქმე.გიბრალტართან რომ წააგებ და თანაც გოლს ჩიპოლინო გაგიტანს...ვინმე სხვა გვარისა მაინც ყოფილიყო.გერმანიაში კი,ალბათ უცხოელების რაოდენობა უნდა შეზღუდონ კლუბებში.ახალგაზრდა ლიდერები ვეღარ წინაურდებიან კლუბებში და გამთამაშებლის პრობლემა აქვთ,კროოსი კი ასეთი სუსტი,არც რეალში და არც ნაკრებში,არასოდეს მინახია.
სოსო
09:25 14-10-2018
0
გერმანიას აუცილებლად ცვლილებები სჭირდება. ბაიერნის მცველები ბლომად შეცდომებს უშვებენ კლუბშიც და ნაკრებშიც, პირველ გოლზე ნოიერი აშკარად შეცდა. მიულერი როცა ვერ თამაშობს, არ უნდა იდგეს ძირითადში. დრაქსლერი მშვენიერი ფეხბურთელია და სკამზე ზის. ჩემი აზრით,ლიოვმა თამამად უნდა მისცეს ახალგაზრდებს შანსი. ჰოლანდია სწორედ ასეთებით მიდის წინ
)))))
22:40 14-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული