SportBild-ის ინფორმაციით, "ბაიერნი" ამსტერდამის "აიაქსის" მცველ მატეის დე ლიგტისა და ჰავბეკ ფრენკ დე იონგის სანაცვლოდ 150 მლნ ევროს გადახდას გეგმავს.
გამოცემა ამტკიცებს, რომ წინასწარი მოლაპარაკებები ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ დე იონგისა და დე ლიგტის სამსახურით ბევრი ევროპული გრანდია დაინტერესებული. მათ შორის არიან "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", ტურინის "იუვენტუსი" და მადრიდის "რეალი".
ული ჰიონესმა ახსნა, თუ რატომ არ იყიდა "ბაიერნმა" კრიშტიანო რონალდო